სანიოლი საქართველოშია - ფრანგი მწვრთნელი ბათუმში ნაკრების კანდიდატებს აკვირდებოდა #1TVSPORT
სანიოლი საქართველოშია - ფრანგი მწვრთნელი ბათუმში ნაკრების კანდიდატებს აკვირდებოდა #1TVSPORT

ვილი სანიოლი საქართველოშია და ეროვნულ ლიგის მე-14 ტურის შეხვედრას ბათუმის ახალ არენაზე დაესწრო, სადაც ბათუმის „დინამომ“ „საბურთალო“ ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ინტერესი ამ მატჩისადმი ბუნებრივია, რადგან მარტის სანაკრებო შეკრებაზე ყველაზე მეტი მოთამაშე სწორედ ბათუმის „დინამოდან“ გამოიძახა – მეკარე ლაზარე კუპატაძე, მცველები გოგა ჩაბრაძე, მამუკა კობახიძე, გიორგი ნავალოვსკი და ირაკლი აზაროვი.

ფრანგი სპეციალისტი ნაკრების ფეხბურთელებსაც აკვირდება და შესაძლო ახალი კანდიდატებსაც ეძებს ივნისში დაგეგმილი სანაკრებო მატჩებისთვის. „ჯვაროსნები“ მალე ორი ამხანაგურ შეხვედრისთვის მზადებას დაიწყებენ. ორ ივნისს, საქართველოს ნაკრები სტუმრად რუმინეთს შეხვდება, ხოლო ექვს ივნისს, ენსხედეში, „ტვენტეს“ სტადიონზე ნიდერლანდებსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა მატჩი შედგება.

ვილი სანიოლის გუნდი ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას, ორ სექტემბერს, საკუთარ მოედანზე, კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს. სფფ-ს გადაწყვეტილებით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო სამ საშინაო შეხვედრას ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბათუმში ჩაატარებს.

დატოვე კომენტარი