ვლადიმირ ზელენსკის პირველი კომენტარი ეგზიტპოლის შედეგების შემდეგ - ეს მხოლოდ დასაწყისია [ვიდეო]
ეს მხოლოდ დასაწყისია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმირ ზელენსკიმ ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ განუცხადა.
„საუკეთესო ემოციები მაქვს, ყველაფერი არაჩვეულებრივადაა, ეს მხოლოდ დასაწყისია“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ვლადიმირ ზელენსკიმ.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ელოდება, რომ მეორე ტურში სხვა კანდიდატები მხარდაჭერას გამოუცხადებენ, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისთვის სულერთია, ვინ იქნება კონკურენტი მეორე ტურში.
„უკვე მითხრეს, რომ რაღაც ფეიკნიუსები გავრცელდა, თითქოს ვიღაცასთან შევთანხმდით, გავერთიანდით. ჩვენ არავისთან შევთანხმებულვართ. ჩვენ ახალგაზრდა ხალხი ვართ და არ გვინდა, უკვე განვლილი წარსული მომავალში გადმოვიტანოთ. ჩვენი ქვეყნის მომავალში“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.
ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ვლადიმირ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შორის გაიმართება.
უკრაინაში მიმდინარე არჩევნებს ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებიც აშუქებენ.