ხმების სრულად დათვლის შემდეგ, ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა
ხმების სრულად დათვლის შემდეგ, ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა

ხმების სრული დათვლის შემდეგ, ვლადიმირ ზელენსკის პარტიას 43 პროცენტი აქვს და „ხალხის მსახურმა“ საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა.

უკრაინის პრეზიდენტის პარტიამ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 254 ადგილი მიიღო, გადაწყვეტილების მისაღებად კი 450 ადგილიან რადაში მინიმუმ 226 ხმაა საჭირო.

უკრაინის ისტორიაში პირველად, რადაში ერთპარტიული უმრავლესობა დამყარდა. პარტია „ხალხის მსახური“ უკრაინის პარლამენტს გააკონტროლებს, რაც ვლადიმირ ზელენსკის აძლევს შესაძლებლობას, რომ მთავრობის ფორმირება და პრემიერ-მინისტრის დანიშვნა დამოუკიდებლად განახორციელოს.

უკრაინაში ახალი მოწვევის პარლამენტმა მუშაობა აგვისტოს მეორე ნახევარში უნდა დაიწყოს.

მეორე ადგილზე გავიდა „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“, რომელსაც რადაში 37 დეპუტატი ეყოლება. მესამე პოზიციაზეა იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინა“, 8.18 პროცენტით და რადაში მას 24 მანდატი ექნება. 8.1 პროცენტი აიღო პეტრო პოროშენკოს „ევროპულმა სოლიდარობამ“, რომელიც რადაში 23 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. მეხუთე პარტია, რომელიც რადაში შევიდა სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია „ხმა“, რომელსაც პარლამენტში 17 მანდატი ექნება.