რადას თავმჯდომარემ საპარლამენტო არჩევნებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის გაგზავნილი მოწვევა გააუქმა
რადას თავმჯდომარემ საპარლამენტო არჩევნებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის გაგზავნილი მოწვევა გააუქმა

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, ანდრეი პარუბიმ, უკრაინის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის გაგზავნილი მოწვევა გააუქმა.

განცხადება ამის შესახებ, ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ არიევმა გააკეთა.

არიევის თქმით, უკრაინაში უკვე ჩადიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები. ჯერ- ჯერობით უცნობია, რამდენი დამკვირვებელი იმყოფება ამ ეტაპზე უკრაინაში და არიან თუ არა მათ შორის რუსეთის წარმომადგენლები .

საპარალამენტო არჩევნები უკრაინაში 21 ივლისს უნდა ჩატარდეს.