უკრაინის ცესკო - 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 17%-ს აჭარბებს
უკრაინის ცესკო - 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 17%-ს აჭარბებს

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებზე 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 17%-ს აჭარბებს.

როგორც ცესკო-ში განაცხადეს, საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით ეს დაბალი მაჩვენებელია.

უკრაინაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. არჩევნებში 22 პარტია მონაწილეობს, რომელთა პარტიულ სიებში 2 747 კანდიდატია. ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში სულ 3 083 კანდიდატი იყრის კენჭს. მათგან ნახევარი დამოუკიდებლად მონაწილეობს არჩევნებში.

წინასწარი პროგნოზით, მეცხრე მოწვევის რადაში ხუთი პარტია შევა. ფავორიტი უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურია“, მეორე ადგილზე კი არის ვიქტორ მედვედჩუკის „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“, რომელსაც ამომრჩეველთა 12 პროცენტი უჭერს მხარს. რადაში ასევე მოხვდებიან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპული სოლიდარობა“, იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინა“ და როკმუსიკოს სვიატოსლავ ვაკარჩუკის „გოლოსი“.

რადას ვადამდელი არჩევნების წინასწარი შედეგი საღამოს გახდება ცნობილი. ეგზიტპოლების შედეგები 21 ივლისს, საღამოს გამოქვეყნდება.

მეცხრე მოწვევის რადას პირველის სხდომა 9 სექტემბრამდე უნდა გაიმართოს.

უკრაინაში მიმდინარე ვადამდელ საპარლამენტოს არჩევნებს საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი აშუქებს.