ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ვლადიმირ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შორის გაიმართება
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ვლადიმირ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შორის გაიმართება

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ვლადიმირ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შორის გაიმართება. ცნობილია ეგზიტპოლის პირველადი შედეგები, რომლის თანახმადაც, მსახიობსა და შოუმენ ვლადიმირ ზელენსკის ამომრჩეველთა ხმების 30,4% აქვს,  ხოლო ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს 17.8 პროცენტი.

მესამე ადგილზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკოა 14.2 პროცენტით.

საარჩევნო უბნები უკრაინაში ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურა.

ქვეყნის მასშტაბით სულ გახსნილი იყო 29 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი.

იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგები ეგზიტპოლის შედეგებს დაემთხვევა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება.

უკრაინაში მიმდინარე არჩევნებს ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებიც აშუქებენ.