უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია მიხეილ სააკაშვილის პარტიის რეგისტრაციაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია მიხეილ სააკაშვილის პარტიის რეგისტრაციაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია მიხეილ სააკაშვილის პარტიის რეგისტრაციაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

კომისიის თავმჯდომარის, ტატიანა სლიპაჩუკის განცხადებით, აღნიშნულ დავაში საბოლოო იურიდიული წერტილი უზენაესმა სასამართლომ უნდა დასვას.

„სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლის შემდეგ, რომელიც ჩვენი აზრით არ შეესაბამება პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონის დებულებას, რომლის მიხედვითაც ცესკო საარჩევნო პროცესის განმავლობაში კონტროლის განსაზღვრულ მეთოდებს ახორციელებს და ასევე არ შეესაბამება დეპუტატების არჩევის კანონს, გადავწყვიტეთ, რომ საკასაციო სარჩელი შევავსოთ“, – განაცხადა უკრაინის ცესკოს თავმჯდომარემ.

სლიპაჩუკმა ასევე თქვა, რომ ამჟამად სასამართლოებში განსახილველად ორი პარტიის, სააკაშვილის „ახალი ძალების მოძრაობის“ და „კომუნისტური პარტიის“ საქმეები განიხილება, სასამართლოს გადაწყვეტილებებმა კი შესაძლოა პარტიების წილისყრაზე გავლენა იქონიოს.

25 ივნისს, უკრაინის მეექვსე სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისია დაავალდებულა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების რეგისტრაციისთვის სააკაშვილის პარტიის დოკუმენტები თავიდან განიხილოს. მანამდე კომისიამ „ახალი ძალების მოძრაობას“ რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

​უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს ჩატარდება.

დატოვე კომენტარი