ვლადიმირ ზელენსკი - სამიტზე ყველა ქვეყანამ მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას
ვლადიმირ ზელენსკი - სამიტზე ყველა ქვეყანამ მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ყველა ქვეყანამ მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორი რამ, რაც საბოლოო დეკლარაციაშია გაწერილი. პირველი, „ასოცირებული ტრიოს“ მისწრაფებები პოზიციების შესახებ და მისწრაფებები ევროკავშირის წევრობისკენ. მეორე, ვითარება უსაფრთხოების კუთხით. უსაფრთხოების საკითხებზე ვრცლად ვისაუბრეთ და უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე ესკალაციასთან დაკავშირებით, რეაგირების ხუთი ვარიანტი განვიხილეთ. თუმცა, ჩვენ, უკრაინას მხოლოდ ერთი ვარიანტი გვაქვს, ისეთი როგორიც 2014 წელს, მას შემდეგ ჩვენს ტერიტორიაზე ომი მიმდინარეობს. თუმცა უკრაინა აქ მშვიდობიანი პროცესისთვის იმყოფება და მშვიდობიანი გადაწყვეტა გვსურს. ამაზე ვისაუბრეთ სამმხრივ ფორმატის დროსაც გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტთან ნორმანდიული ოთხეულის განახლებაზე. ეს იყო ძირითადი საკითხი.

ჩვენ ასევე განვიხილეთ სანქციები და რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა მათი გადამწყვეტი პოზიცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ მნიშვნელოვანია სანქციები იქამდე დაწესდეს, ვიდრე მოგვიანებით, როდესაც კონფლიქტი მოხდება. რადგან იქამდე დაწესებით ის პრევენციული მექანიზმი იქნება. კონფლიქტი თუ მოხდება და შემდეგ დაწესდება სანქციები, მათ აზრი აღარ ექნებათ“,- განაცხადა ზელენსკიმ.