აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაცია - ვადასტურებთ თითოეული პარტნიორის სუვერენულ უფლებას, აირჩიოს ამბიციის დონე და მიზნები, რომლისკენაც ისწრაფვის ევროკავშირთან ურთიერთობაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაცია - ვადასტურებთ თითოეული პარტნიორის სუვერენულ უფლებას, აირჩიოს ამბიციის დონე და მიზნები, რომლისკენაც ისწრაფვის ევროკავშირთან ურთიერთობაში

ევროკავშირი ერთგული რჩება ყველა აღმოსავლელი პარტნიორის ტერიტორიული მთლიანობისადმი მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ვადასტურებთ წინა სამიტებსა და ორმხრივ შეთანხმებებში აღებულ ვალდებულებებს, – ამის შესახებ აღნიშნულია აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტზე მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაში.

„ჩვენ შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მტკიცე ერთგულება სტრატეგიული, ამბიციური და მომავალზე ორიენტირებული აღმოსავლეთის პარტნიორობის მიმართ, რომელიც მტკიცედ ეფუძნება საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებს, ორმხრივი ინტერესებსა და საერთო საკუთრებას, პასუხისმგებლობას, ინკლუზიურობას, დიფერენციაციასა და ანგარიშვალდებულებას. როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სპეციფიკური განზომილება, ჩვენი პარტნიორობა იძლევა ევროკავშირისა და მისი აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორების დაახლოების საშუალებას. ის მიმართულია სტაბილურობის, კეთილდღეობის და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებაზე, ასევე აუცილებელი რეფორმებისადმი ჩვენი ვალდებულებების წინ წაწევასა და ყველა ჩვენი მოქალაქის საკეთილდღეოდ, გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაჭრაზე, რომლის წინაშეც ვდგავართ.

ჩვენ გვაკავშირებს ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება, კიდევ უფრო გავაძლიეროთ დემოკრატია და კანონის უზენაესობა ჩვენს საზოგადოებებში. ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა, მათ შორის უმცირესობების მიკუთვნებულ პირთა უფლებები, ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობა, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების სრული პატივისცემა ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედად რჩება და საფუძვლად უდევს ჩვენს ერთობლივ მუშაობას ყველა პრიორიტეტულ სფეროში.

ევროკავშირი რჩება ერთგული ყველა აღმოსავლელი პარტნიორის ტერიტორიული მთლიანობისადმი მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

ჩვენ ვადასტურებთ წინა სამიტებსა და ორმხრივ შეთანხმებებში აღებულ ვალდებულებებს. ისევე როგორც ჩვენ გადაწყვეტილებას მათ წინ წაწევასთან დაკავშირებით. ამ გზაზე, ჩვენი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგი და გაძლიერებული თანამშრომლობა რჩება აუცილებელ პირობად პროგრესისა და მხარდაჭერისთვის: კეთილდღეობის ზრდა და მშვიდობის, სტაბილურობის, მდგრადობისა და გამძლეობის ხელშეწყობა რეგიონში, განსაკუთრებით COVID-19 პანდემიის კონტექსტში. ჩვენი თანამშრომლობა და მხარდაჭერა განსაკუთრებით მიზნად ისახავს ძირითადი გლობალური პოლიტიკის მიზნების მიღწევას, მათ შორის პარიზის შეთანხმებას კლიმატის ცვლილებისა და გაეროს 2030 წლის დღის წესრიგისა და მისი მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ მიესალმებიან ევროკავშირის ძალისხმევას, გაძლიერებულ ჩართულობასა და გაძლიერებულ როლს კონფლიქტების პრევენციაში, კონფლიქტის მოგვარებას, ნდობის აღდგენას არსებული შეთანხმებული მოლაპარაკებების ფორმატებისა და პროცესების ფარგლებში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ყოფნას.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მრავალ ნაწილში, საერთაშორისო სამართლის პრინციპების უწყვეტი დესტაბილიზაციითა და დარღვევით, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას. მოვუწოდებთ ძალისხმევის განახლებისკენ, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მოუგვარებელი კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის, საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებზე დაყრდნობით. კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, ნდობისა აღდგენა და კარგი მეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება აუცილებელია ეკონომიკური და სოციალური განვითარებისა და თანამშრომლობისთვის. მივესალმებით ევროკავშირის ძალისხმევას, გაძლიერებულ ჩართულობასა და გაძლიერებულ როლს კონფლიქტების პრევენციაში, კონფლიქტის მოგვარებას, ნდობის აღდგენას არსებული შეთანხმებული მოლაპარაკებების ფორმატებისა და პროცესების ფარგლებში მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ყოფნას.

ჩვენი თანამშრომლობის მასშტაბი და სიღრმე განისაზღვრება ჩვენი შესაბამისი შეთანხმებებით და კვლავინდებურად განისაზღვრება ამბიციებითა და საჭიროებებით როგორც ევროკავშირისა და პარტნიორების, ასევე რეფორმების ტემპითა და ხარისხით. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი პირობები და სტიმულზე დაფუძნებული მიდგომა („მეტი-მეტისთვის“ და „ნაკლები-ნაკლებისთვის“) სარგებლის მოტანას განაგრძობს იმ პარტნიორებისთვის, ვინც ყველაზე მეტად არის ჩართული რეფორმების განხორციელებაში.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ თითოეული პარტნიორის სუვერენულ უფლებას, აირჩიოს ამბიციის დონე და მიზნები, რომლისკენაც ისწრაფვის ევროკავშირთან ურთიერთობაში. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს არის კონსტრუქციული პარტნიორობა, რომელიც ვინმეს წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, არამედ შექმნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობასა და კეთილდღეობას სამეზობლოს ყველა ქვეყანაში. აღმოსავლეთ პარტნიორობა იქნება ინკლუზიური და მოქნილი, რაც საერთო რეგიონული და გლობალური გამოწვევების, მრავალ სფეროში, ერთობლივად გადაჭრის საშუალებას მოგვცემს. მათ შორის უფრო ღრმა სექტორული თანამშრომლობის გზით.

ჩვენ ხაზს ვუსვამთ ამ კუთხით ჩვენს კონკრეტულ მიზანს, გავაძლიეროთ და მხარი დავუჭიროთ რეგიონულ თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“,- აღნიშნულია ერთობლივ დეკლარაციაში.