ბექა ოდიშარია - უნგრეთისა და ბულგარეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ევროპისთვის
ბექა ოდიშარია - უნგრეთისა და ბულგარეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ევროპისთვის

უნგრეთისა და ბულგარეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ევროპისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბულგარეთის პარლამენტის მიერ მიღებული დეკლარაცია არის გზავნილი ევროკავშირის თითოეული წევრისთვის.

„ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირში, ნატო-ში ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით. ეს ნიშნავს, რომ თითოეული ქვეყნის მხარდაჭერა, მით უმეტეს, ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყნების, როგორიცაა უნგრეთი, ბულგარეთი, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ევროპისთვის. ეს არის გზავნილი ევროკავშირის თითოეული წევრისთვის. ეს არის მათი დასკვნა, კოლეგიუალური დასკვნა, რომელსაც, ვფიქრობ, დანარჩენებიც გაიზიარებენ, ვინაიდან ამის ყველანაირი, ობიექტური საფუძველი არსებობს საქართველოში, ყველანაირი პარამეტრით“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ბულგარეთის პარლამენტმა დღეს მიიღო დეკლარაცია, რომელშიც მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.