აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაცია - ევროკავშირი აღიარებს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ინიციატივებს, გააძლიერონ თანამშრომლობა ევროკავშირთან
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაცია - ევროკავშირი აღიარებს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ინიციატივებს, გააძლიერონ თანამშრომლობა ევროკავშირთან

მივესალმებით საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულებების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცეების სრულ ამოქმედებას, – ამის შესახებ აღნიშნულია აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტზე მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაში.

დიფერენციაციისა და ინკლუზიურობის პრინციპების შესაბამისად, ევროკავშირი აღიარებს ასოცირებული პარტნიორების ტრიოს – საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის ინიციატივებს, გააძლიერონ თანამშრომლობა ევროკავშირთან და ითვალისწინებს მათ შორის გაზრდილ კოორდინაციას საერთო ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია ასოცირების შეთანხმებებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცეების იმპლემენტაციასთან. ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობასთან. ამ კონტექსტში, აქამდე მიღწეულ პროგრესზე დაყრდნობით, ასოცირებასთან დაკავშირებული რეფორმების ერთობლივი დისკუსიების ფარგლებში, ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცეების შეთანხმებების სრული იმპლემენტაციის გამარტივების ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირი და ყველა დაინტერესებული პარტნიორი შეისწავლის გაძლიერებული სექტორული თანამშრომლობის ვარიანტებს, მათ შორის, მწვანე და ციფრულ სფეროებზე ორმაგ გადასვლას, კავშირის შესაძლებლობას, ენერგოუსაფრთხოებას, მართლმსაჯულებას და საშინაო საქმეებს, სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და ჯანდაცვას.

ამავდროულად, ევროკავშირი განაგრძობს ინკლუზიურობის პრინციპის მნიშვნელობაზე ხაზგასმას, რომელიც უზრუნველყოფს ყველა დაინტერსებული პარტნიორისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას შესაძლებლობებსა და რესურსებზე“,- აღნიშნულია დეკლარაციაში.

ამასთან, ერთობლივ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი და დაინტერესებული პარტნიორები მიესალმებიან სომხეთის, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის Horizon Europe-სთან ასოცირებას.

„ჩვენ თანაბრად გავამახვილებთ ყურადღებას ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებაზე ვაჭრობის და ეკონომიკური ინტეგრაციის, ინვესტიციებსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, გაძლიერებული სატრანსპორტო კავშირისა და ადამიანებში ინვესტირების ხელშეწყობის გზით. ევროკავშირი და დაინტერესებული პარტნიორები მიესალმებიან სომხეთის, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის Horizon Europe-სთან ასოცირებას. ევროკავშირი და დაინტერესებული პარტნიორები მიესალმებიან სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის დასრულებას, რამაც ხელი შეუწყო გაზის წყაროებისა და ევროკავშირისთვის მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას“,- აღნიშნულია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში.

ევროკავშირი სოლიდარულია „კოვიდ-19-“ის პანდემიის წინაშე, რომელიც უპრეცედენტო გამოწვევა ჯანდაცვის სისტემებისთვის, ეკონომიკებისა და საზოგადოებებისთვის. ევროპის გუნდის სწრაფი მხარდაჭერის პაკეტის ფარგლებში, 2020 წლიდან 2.5 მილიარდ ევროზე მეტია მობილიზებული და ევროკავშირი და მისი წევრები, ქვეყნებს პანდემიასთან გამკლავებაში ეხმარებიან. აქვე აღნიშნულია, რომ კოვაქსის პლატფორმისა და ევროკავშირის გაზიარების მექანიზმის საშუალებით, პარტნიორი ქვეყნებისთვის 13 მილიონ დოზა ვაქცინაზე მეტი დონაციით გაიცა.

„ჩვენ მივესალმებით „კოვიდ-19“-ის ციფრული სერთიფიკატების ურთიერთაღიარებას სომხეთში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში და სულ მალე აზერბაიჯანში, რაც უფრო უსაფრთხოსა და მარტივს გახდის მოგზაურობას ევროკავშირსა და ევროკავშირიდან“,- აღნიშნულია დეკლარაციაში.

ამასთან, დეკლარაციაში ნათქვამია, რომ განათლების რეფორმა სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის იმპლემენტაციის მხარდაჭერა გაგრძელდება.

„ადამიანებში ინვესტირება გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება 70 000 ინდივიდუალური მობილობის შესაძლებლობით სტუდენტებისა და პერსონალისთვის, მკვლევარებისთვის, ახალგაზრდებითვის. განათლების რეფორმა სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება. განათლების ყველა დონეზე მოდერნიზაციისა და ინოვაციისთვის ძალისხმევა გაგრძელდება. ეს მოიცავს სტრუქტურულ თანამშრომლობას ევროკავშირსა და პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტებთან, პროფესიული განათლებისა და სწავლების ინსტიტუტებთან. ასევე ახალგაზრდულ ორგანიზაციებითან, ისევე როგორც ახალგაზრდების დასაქმების წახალისება, დასაქმება, მეწარმეობა და უნარები. გაგრძელდება საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის იმპლემენტაციის მხარდაჭერა, კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდაჭერა. ინვესტირება კვლევასა და ინოვაციებში“,- ნათქვამია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაში.