შარლ მიშელი - კანონის უზენაესობა, ფუნდამენტური უფლებები, დემოკრატიული პრინციპები, ეს არის ფასეულობები, რომლითაც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობს
შარლ მიშელი - კანონის უზენაესობა, ფუნდამენტური უფლებები, დემოკრატიული პრინციპები, ეს არის ფასეულობები, რომლითაც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობს

მინდა, გამოვყო ოთხი პუნქტი, რაც დეკლარაციის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. ეს სამიტი და პარტნიორობა დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე. კანონის უზენაესობა, ჯეროვანი მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, დემოკრატიული პრინციპები, ეს ფასეულობები არის ევროკავშირის ამბიციების საფუძველი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობაში, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე.

მეორე, რასაც დეკლარაციაში იხილავთ, ეს სამიტი არის შესაძლებლობა, დავადასტუროთ ჩვენი გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ აუცილებელი რეფორმების პროცესს. რეფორმებისას, რომელიც აუცილებელია ამ პარტნიორობის მომავლისკენ მისამართად.

მესამე ეს არის ინვესტირების პაკეტი. ჩვენ ვართ სერიოზული, სანდო. ერთი წლის წინ ევროკავშირმა დაამტკიცა მომავალზე ორიენტირებული ბიუჯეტი. ჩვენ ახლა ჩვენს ვალდებულებებს კონკრეტულ პროექტებში გარდავქმნით.

მეოთხე კი, უსაფრთხოებაა. ჩვენ გვსურს ვიყოთ ერთგული აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის კეთილდღეობასთან მიმართებაში, რეგიონის ყველა ქვეყანასთან. ასევე სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან მიმართებაში, რადგან ერთს მეორე მოსდევს“,- აღნიშნა შარლ მიშელმა.

ამასთან, როგორც მიშელმა განაცხადა, ჰქონდათ გვქონდა შესაძლებლობა, დაედასტურებინათ მათი მხარდაჭერა უკრაინისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

„ევროპული საბჭოს სხდომა დაუბრუნდება ამ საკითხს და განაცხადებს ყველა პარტნიორთან ერთად, ნატო-სა და დიდ შვიდეულთან, აშშ-ის, გაერთიანებულ სამეფოსა და კანადასთან ერთად, რომ უკრაინის მიმართ სამხედრო აგრესიას მტკიცე რეაგირება მოჰყვება და დიდი ფასის გადახდა მოუწევს ამ აგრესიაში დამნაშავე მხარეს“,- განაცხადა მიშელმა.

მიშელის განცხადებით, დღეს ბელარუსისთვის განკუთვნილი სკამი ცარიელი იყო, თუმცა, როგორც მიშელმა აღნიშნა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი ბელარუსი ხალხის მიმართ ვალდებულებებზე უარს ამბობს.

„სიმბოლურად, დარბაზში ცარიელი სავარძელი იდგა. ის ბელარუსს ეკუთვნის. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ბელარუსი ხალხის მიმართ აღებული ვალდებულებები უკან წავიღეთ.

ჩვენ მტკიცედ ვდგავართ მოსაზრებაზე, რომ ბელარუსი ხალხი იმსახურებს დემოკრატიულ მთავრობას და არ დავიღლებით პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნითო“,- განაცხადა შარლ მიშელმა.