ურსულა ფონ დერ ლაიენი - დღეს ჩვენ დავიწყეთ ახალი, კიდევ უფრო ამბიციური ფაზა აღმოსავლეთ პარტნიორობაში, ახალი დღის წესრიგი, რომელიც დაგვეხმარება აღდგენისა და რეფორმების ერთობლივ სამუშაოებში
ურსულა ფონ დერ ლაიენი - დღეს ჩვენ დავიწყეთ ახალი, კიდევ უფრო ამბიციური ფაზა აღმოსავლეთ პარტნიორობაში, ახალი დღის წესრიგი, რომელიც დაგვეხმარება აღდგენისა და რეფორმების ერთობლივ სამუშაოებში

ჩვენ ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაღრმავებაზე. დღეს ჩვენ დავიწყეთ ახალი, კიდევ უფრო ამბიციური ფაზა აღმოსავლეთ პარტნიორობაში, ახალი დღის წესრიგი, რომელიც დაგვეხმარება აღდგენისა და რეფორმების ერთობლივ სამუშაოებში, რომელიც გამყარებულია მნიშვნელოვანი ინვესტირებით, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დასრულების შემდეგ ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როგორც 300 მილიარდიანი გლობალური ინიციატივის ნაწილი, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ეკონომიკური და ინვესტირების გეგმას შეუძლია მოუტანოს 17 მილიარდი ევროს ინვესტირება ჩვენს აღმოსავლელ პარტნიორებს. არის ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი პროექტები, მაგალითად მილსადენი, რომელიც მოლდოვას უფრო ენერგოეფექტურს გახდის, ან მაღალი სიჩქარის ინტერნეტის გაფართოება საქართვლოში, ან შავი ზღვის ფსკერზე ოპტიკური კაბელის გაყვანა. ჩვენ მოვიწვიეთ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორები ბორტზე, რათა დაამყარონ ახალი კავშირები ჩვენთან, საერთო რეგიონში“,- განაცხადა ლაიენმა.