ჟოზეფ ბორელი - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის სტრატეგიული, წინდახედული მიდგომა ჩვენს პარტნიორებთან
ჟოზეფ ბორელი - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის სტრატეგიული, წინდახედული მიდგომა ჩვენს პარტნიორებთან

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის სტრატეგიული, ამბიციური და წინდახედული მიდგომა ჩვენს აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებთან, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა პერსონალურ „ბლოგზე“ დაწერა, რომელიც ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ჰიბრიდული კონფლიქტების გამრავლების ფონზე, ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს უკრაინის და მოლდოვის მხარდაჭერა რუსეთის ზეწოლაზე წინააღმდეგობის გაწევაში და შეინარჩუნოს შეუპოვარი მიდგომა ბელარუსის მიმართ.

„ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოში 2021 წელს იყო ძალაუფლების პოლიტიკის ნათელი მაგალითები, როგორც ეს ვნახეთ უკრაინის, ბელარუსისა და მოლდოვას შემთხვევაში. ამ საფრთხეების დასაძლევად ევროკავშირმა მტკიცე და ერთიანი სახით უზრუნველყო თავისი პარტნიორების პოლიტიკური და ოპერატიული მხარდაჭერა. ამის მაგალითია ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი. გარდამავალ 2021 წელს ჩვენ ვიმუშავეთ ევროკავშირის ინტერესებისა და ღირებულებების დასაცავად და წესებზე დაფუძნებული გლობალური წესრიგის განმტკიცებაზე. ეს სამუშაო 2022 წელს უნდა გაგრძელდეს მთელი მონდომებით, რაც შეგვიძლია“, – აღნიშნა ბორელმა.