ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის საკითხი სატელეფონო საუბრისას განიხილეს
მთიანი ყარაბაღის საკითხი იყო საუბრის მთავარი თემა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს.
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუს კოლეგას დაბადების დღე მიულოცა, რის შემდეგაც ლიდერებმა ყარაბაღის საკითხზე იმსჯელეს.