აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ სომხეთის ორი „სუ 25“-ის ტიპის ბომბდამშენი ჩამოაგდო
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ სომხეთის ორი „სუ 25“-ის ტიპის ბომბდამშენი ჩამოაგდო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ სომხეთის ორი „სუ 25“-ის ტიპის ბომბდამშენი ჩამოაგდო.

ბაქოში ამბობენ, რომ სომხეთის სამხედრო ავიაცია აზერბაიჯანული პოზიციების დაბომბვას გუბადლის მიმართულებაზე აპირებდა.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სომხეთის იერიშების შედეგად 27 სექტემბრის შემდეგ 90 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 392 კი დაშავდა.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე ტელეფონით ისაუბრეს აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ სომხეთს 30 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი და ტყვედ ჩავარდნილი ორი სამოქალაქო პირი გადასცა.