აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშუალებს, ერევანი ბრალდებებს უარყოფს
აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშუალებს, ერევანი ბრალდებებს უარყოფს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 6 აპრილს სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა, თოვუზ აღდამში განთავსებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. თავდაცვის უწყების ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ზომები მიიღო.

ერევანში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს.

„სომხურ მხარეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიმართულებით ცეცხლი არ გაუხსნია, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება შედარებით სტაბილურია, ის სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სრული კონტროლის ქვეშაა“, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.