აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ ევროკავშირის შუამავლობით სომხურ მხარეს ათი სამხედრო მოსამსახურე გადასცეს
აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ ევროკავშირის შუამავლობით სომხურ მხარეს ათი სამხედრო მოსამსახურე გადასცეს

მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის სამხედრო ტყვეების, მძევლების და უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების საკითხების სახელმწიფო კომისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის შუამავლობით აზერბაიჯანმა სომხეთს ათი დაკავებული სამხედრო მოსამსახურე გადასცა.

მედიის თქმით, სამხედრო მოსამსახურეების გადაცემა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით მოხდა 14 დეკემბერს პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ბრიუსელში გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგად.

მედიის ინფორმაციით, სომეხი სამხედროები აზერბაიჯანულმა მხარემ 2021 წლის 16 ნოემბერს, სახელმწიფო საზღვრის ქალბაჯარის მონაკვეთზე სომხეთის შეიარაღებული ძალების პროვოკაციის აღკვეთისას დააკავა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით სომეხი სამხედროების გადაცემა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაადასტურეს.