აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთს სამოქალაქო დასახლებების დაბომბვაში სდებს ბრალს
აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთს სამოქალაქო დასახლებების დაბომბვაში სდებს ბრალს

აზერბაიჯანული მედია, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უხეში დარღვევით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ტერტერი და ტერტერის რაიონის სოფლები დაბომბეს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის ხელისუფლება სამხედრო ოპერაციებში არასრულწლოვნებს იყენებს, რაც ჟენევის კონვენციის დარღვევაა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების საქმიანობა მიზნად ისახავდა არა კონფლიქტის გადაწყვეტას, არამედ მის გაყინვას.

დატოვე კომენტარი