აზერბაიჯანი და სომხეთი 16 ნოემბრის შეტაკებების შედეგად დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ
აზერბაიჯანი და სომხეთი 16 ნოემბრის შეტაკებების შედეგად დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთთან საზღვრის სიახლოვეს მომხდარი შეიარაღებული შეტაკებების შედეგად, შვიდი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ათი კი დაიჭრა. ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ საზღვარზე სიტუაცია ამჟამად სტაბილურია.

სომხეთის ინფორმაციით, ორმხრივი სროლის შედეგად, დაიღუპა ერთი სომეხი ჯარისკაცი, ხოლო 13 სამხედრო მოსამსახურე ტყვედ აიყვანეს. კიდევ 24 ჯარისკაცი დაკარგულად მიიჩნევა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტაკებები 16 ნოემბერს დაიწყო. ამ ფონზე აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

მხარეებს დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდა ევროკავშირმა და ეუთომ. მოგვიანებით, მხარეებმა ცეცხლი შეწყვიტეს.