მედიის ინფორმაციით, ირანმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან სამხედრო ტექნიკა განათავსა
მედიის ინფორმაციით, ირანმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან სამხედრო ტექნიკა განათავსა

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან ტანკები და სამხედრო ტექნიკა განათავსა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული სააგენტო „ირნა“ ავრცელებს.

ირანული მედიის ცნობით, სამხედრო ტექნიკა განთავსდა ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციების ქალაქებში ჯოლფასა და ხოდა აფარინში. ირანის დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინცია ესაზღვრება როგორც სომხეთს, ისე აზერბაიჯანს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, რომელიც აზერბაიჯანის ან სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნოდა.

დატოვე კომენტარი