ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, კიევის საქალაქო საბჭომ რუსეთის საელჩოსთან მიწის იჯარის ხელშეკრულება გააუქმა
ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, კიევის საქალაქო საბჭომ რუსეთის საელჩოსთან მიწის იჯარის ხელშეკრულება გააუქმა

კიევის საქალაქო საბჭომ რუსეთის საელჩოსთან მიწის იჯარის ხელშეკრულება გააუქმა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ დაწერა.

„დღეს კიევის საქალაქო საბჭომ გააუქმა აგრესორი ქვეყნის, რუსეთის საელჩოსთან მიწის იჯარის ხელშეკრულება“, – დაწერა კლიჩკომ.

კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატებმა მინისტრთა კაბინეტს მიმართეს რუსეთის საელჩოს ქონების უკრაინის სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე.