დანიის საგარეო უწყება - მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კოპენჰაგენში მდებარე რუსეთის საელჩოში დიპლომატებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების რიცხვი შემცირდეს
დანიის საგარეო უწყება - მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კოპენჰაგენში მდებარე რუსეთის საელჩოში დიპლომატებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების რიცხვი შემცირდეს

დანიამ რუსეთის საელჩოს თანამშრომლების რიცხვის შემცირება მოითხოვა. როგორც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კოპენჰაგენში მდებარე რუსეთის საელჩოში დიპლომატების რიცხვი – 5-მდე, ხოლო ადმინისტრაციის თანამშრომლების რიცხვი 20-მდე შემცირდეს.

„რუსეთის საელჩოს შტატში მყოფი თანამშრომლების რიცხვი უნდა შემცირდეს მოსკოვში დანიის საელჩოს შტატში მყოფ თანამშრომელთა რაოდენობამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დანია რუსეთთან დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებას მოსკოვში დანიის საელჩოში მყოფი თანამშრომლებისთვის ვიზების გაცემის თაობაზე, თუმცა ეს მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

კოპენჰაგენში განაცხადეს, რომ რუსეთმა დანიაში მდებარე საელჩოში თანამშრომლების რიცხვი 2 სექტემბრამდე უნდა შეამციროს.