ერევანში, რუსეთის საელჩოსთან აქცია იმართება, აქციის მონაწილეებს შენობის შესასვლელი აქვთ ბლოკირებული
ერევანში, რუსეთის საელჩოსთან აქცია იმართება, აქციის მონაწილეებს შენობის შესასვლელი აქვთ ბლოკირებული

ერევანში, რუსეთის საელჩოს შენობასთან აქცია იმართება. მანიფესტანტებს ბლოკირებული აქვთ შენობის შესასვლელი. ინფორმაციას „არმენპრესი“ ავრცელებს.

აქტივისტების თქმით, რუსეთის დიპლომატიური მისიის ბლოკირება გაგრძელდება, ვიდრე „რუსეთი არ მიიღებს ზომებს აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შესაჩერებლად“.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შენობასთან ღამითაც აპირებენ დარჩენას და ამ გზით მათი მოთხოვნისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სურთ.