ლატვიაში ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს, „უკრაინის დამოუკიდებლობის“ ქუჩა დაერქვა
ლატვიაში იმ ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს, სახელწოდება შეუცვალეს და მას „უკრაინის დამოუკიდებლობის“ ქუჩა დაერქვა.
„უკრაინელი ხალხის მამაცური ბრძოლისადმი ჩვენი ძლიერი მხარდაჭერის გამოსახატად, რიგა ანტონიას ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს, სახელწოდებას უცვლის და მას ამიერიდან უკრაინის დამოუკიდებლობის ქუჩა ეწოდება“, – ნათქვამია ლატვიის დედაქალაქის საკრებულოს განცხადებაში.
მარტის დასაწყისში ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ვილნიუსის მერიამაც. როგორც ქალაქის მერმა რემიგიუს შიმაშიუსმა განაცხადა, რუსეთის უკრაინაში შეჭრისადმი პროტესტის ნიშნად გადაერქვა ქუჩას სახელი.
მისი თქმით, ყველას, ვინც საელჩოში წერილს გააგზავნის, მოუწევს, დაფიქრდეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე, რუსეთის საელჩოს ყველა თანამშრომელს კი უკრაინელი გმირების სახელების წაკითხვა საკუთარ სავიზიტო ბარათებაზე მოუწევთ.
Lai izteiktu visstingrāko atbalstu Ukrainas tautas varonīgajai cīņai, Antonijas ielas posmu, uz kura atrodas arī Krievijas Federācijas vēstniecība Latvijā, Rīga pārdēvēs par Ukrainas neatkarības ielu. #StandWithUkraine pic.twitter.com/kUKwPkKVNw
— Rīga (@RigasDome) March 4, 2022