ბუქარესტში რუსეთის საელჩოს ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა, დაიღუპა ერთი ადამიანი
ბუქარესტში რუსეთის საელჩოს ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა, დაიღუპა ერთი ადამიანი

ბუქარესტში რუსეთის საელჩოს ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შემდეგ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად, მამაკაცი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რუმინეთის დედაქალაქის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაურკვეველია, გამიზნულად შეეჯახა თუ არა მძღოლი საელჩოს ჭიშკარს. პოლიცია მძღოლის ვინაობას არ ასაჯაროებს და აცხადებს, რომ მომხდარს იძიებს.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში რუსეთის საელჩოები უკრაინაში ინტერვენციის გამო განრისხებული დემონსტრანტების თავდასხმის სამიზნედ იქცნენ.