ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვილნიუსში რუსეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სერგეი რიაბოკონი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვილნიუსში რუსეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სერგეი რიაბოკონი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვილნიუსში რუსეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სერგეი რიაბოკონი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

როგორც მედია წერს, რიაბოკონს ხუთი დღე მიეცა, რათა ქვეყანა დატოვოს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რიაბკონის განცხადებები და ქმედებები შეუთავსებელია დიპლომატიურ სტატუსთან და შეიძლება, აღიქმებოდეს მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად, რაც ასევე ვენის კონვენციის დარღვევაა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად აპროტესტებს რუსეთის პრეზიდენტის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებას უკრაინის ტერიტორიების არალეგალურად ანექსიის შესახებ“.

ცნობისთვის, ლიეტუვამ რუსეთის ელჩი აპრილის თვეში გააძევა.