ლას ვეგასში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მორიგი ქარდი (Vegas 11) გაიმართა. გულშემატკივარმა რამდენიმე ძალიან სანახაობრივი ბრძოლა და ნოკაუტი იხილა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს პრომოუშენის ახალბედა ვარსკვლავის, ხამზატ ჩიმაევის მორიგი ბრწყინვალე პერფორმანსი. გურამ ქუთათელაძის დაუმარცხებელმა თანაგუნდელმა რიგით მე-9 გამარჯვება პირველი რაუნდის დასაწყისშივე მოიპოვა. ჩიმაევმა ჯერალდ მეერშარტი 17 წამში ერთი დარტყმით მიყენებული ნოკაუტით დაამარცხა და მორიგი ხმამაღალი განაცხადი გააკეთა. მას ბონუსის სახით $50 000 გადაეცა.
ბონუსები ასევე მიიღეს მაკენზი დერნმა, რენდი კოსტამ და დეიმონ ჯექსონმა. დღის საუკეთესო ბრძოლა პრომოუშენს ამჯერად არ გამოუვლენია.