ილია თოფურიამ ჯოშ ემეტი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ბრძოლას მიუახლოვდა #1TVSPORT
ილია თოფურიამ ჯოშ ემეტი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ბრძოლას მიუახლოვდა #1TVSPORT

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ, რომელიც ქვემსუბუქ წონაში მეცხრე ნომერია, ამერიკელი ჯოშ ემეტი (მეხუთე ნომერი) მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ჯექსონვილში გამართული ბრძოლა UFC-ის ღონისძიების მთავარი მოვლენა იყო. 26 წლის თოფურიამ უპირატესობა ჩხუბის საწყის ეტაპზევე მოიპოვა და მეტოქეს ხუთივე რაუნდი მოუგო.

ბოლო, მეხუთე რაუნდის დასაწყისში შეხვედრის ექიმმა 38 წლის ჯოშ ემეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა, მას თვალზე სერიოზული ზიანი ჰქონდა, თუმცა ამერიკელს ბრძოლის გაგრძელების უფლება მისცეს.

შედეგად, ილია თოფურია MMA-ში კვლავ დაუმარცხებელია, მას უკვე 14:0 ბალანსი აქვს და მომდევნო კვირაში ქვემსუბუქი წონის საუკეთესო ხუთეულის წევრი გახდება. ამით ის კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდება საჩემპიონო ორთაბრძოლას.