გურამ ქუთათელაძე ბრუნდება - ქართველი მებრძოლი ივლისში ბრაზილიელ ელვის ბრენერის დაუპირისპირდება #1TVSPORT
გურამ ქუთათელაძე ბრუნდება - ქართველი მებრძოლი ივლისში ბრაზილიელ ელვის ბრენერის დაუპირისპირდება #1TVSPORT

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გურამ ქუთათელაძემ სოციალური ქსელის საშუალებით თავისი მორიგი ბრძოლის შესახებ გამოაცხადა. 2 ივლისს, ერთწლიანი პაუზის შემდეგ ქუთათელაძე ლას ვეგასში ბრაზილიელ ელვის ბრენერის დაუპირისპირდება.

ქართველი მებრძოლი ბოლოს ოქტაგონზე 2022 წლის ზაფხულში გავიდა და ყაზახ დამირ ისმაგულოვთან მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა. მას მიმდინარე წლის ივნისში უნდა ეჩხუბა, თუმცა სავიზო პრობლემების გამო ჯეიმი მალარკისთან ბრძოლა გაუქმდა.

„ქართველი „ვიკინგი“ ბრუნდება. ივლისი, ლას ვეგასი, UFC Fight Night-ი“, – განაცხადა ქუთათელაძემ.

გურამი ბრაზილიელთან დაპირისპირებას MMA-ში 12 გამარჯვებითა და სამი მარცხით ხვდება. უშუალოდ ორგანიზაცია UFC-ში მან ერთხელ მოიგო (მატეუშ გამროტთან 2020 წელს), ხოლო ერთხელ წააგო. რაც შეეხება 25 წლის ბრენერის, მან ოქტაგონი 14-ჯერ გამარჯვებულის რანგში დატოვა, ხოლო სამი ბრძოლა წააგო.