UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოშია #1TVSPORT
UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოშია #1TVSPORT

18 მარტს თბილისის აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელსაც UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ჩამოჰყვა. იგი საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით ჩამოვიდა.

ილიას აეროპორტის გამოსასვლელში უამრავი გულშემატკივარი თუ მედიის წარმომადგენელი დახვდა.

შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.

ილია თოფურიასთვის ეს MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო, მას ჯერ კარიერაში არ წაუგია. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, ავსტრალიელს ქვემსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი ზედიზედ ხუთჯერ ჰქონდა დაცული.