ილია თოფურია - ემეტთან ოქტაგონზე შესვლას და გამარჯვების მოპოვებას მოუთმენლად ველი #1TVSPORT
ილია თოფურია - ემეტთან ოქტაგონზე შესვლას და გამარჯვების მოპოვებას მოუთმენლად ველი #1TVSPORT

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ამერიკელ ჯოშ ემეტთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. 26 წლის თოფურიას განცხადებით, ის ოქტაგონზე შესვლას და გამარჯვების მოპოვებას მოუთმენლად ელის.

„მის ძლიერ მხარეებზე ბევრს არ ვფიქრობ. პირიქით, მან უნდა იფიქროს ჩემს საუკეთესო თვისებებზე. ოქტაგონზე შესვლას და გამარჯვების მოპოვებას მოუთმენლად ველი.

ჩემზე მეტად სატიტულო ბრძოლას დივიზიონში არავინ იმსახურებს. ვფიქრობ, ჩემი შემდეგი მეტოქე ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი იქნება და მას პირველივე რაუნდში დავამარცხებ.

მუდამ საკუთარ თავზე ვარ კონცენტრირებული, ბევრს ვმუშაობ და სხვა მებრძოლებს არ ვაკვირდები, მე საუკეთესო ვარ. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, ის MMA-ში პირველი ნომერი არაა, ეს წოდება ჯონ ჯონსს ეკუთვნის“, – განაცხადა თოფურიამ.

ამჟამად 38 წლის ემეტს შერეულ ორთაბრძოლებში 18 მოგება და 3 მარცხი აქვს, ხოლო 26 წლის ილია თოფურია დაპირისპირებას წაუგებლად ხვდება – 13:0. მათი შეხვედრა ხუთრაუნდიანია და ჯექსონვილში ჩასატარებელი UFC-ის ღონისძიების მთავარი ბრძოლა იქნება.