ილია თოფურია - ჩემი მიზანია, ჯოშ ემეტთან ბრძოლა პირველივე რაუნდში მოვიგო #1TVSPORT
ილია თოფურია - ჩემი მიზანია, ჯოშ ემეტთან ბრძოლა პირველივე რაუნდში მოვიგო #1TVSPORT

24 ივნისს, ჯექსონვილში UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია (მეცხრე რეიტინგში) ქვემსუბუქი წონის მეხუთე ნომერს, ამერიკელ ჯოშ ემეტს დაუპირისპირდება.

ემეტისა და თოფურიას ბრძოლა საღამოს მთავარი ღონისძიებაა და ხუთი რაუნდი გაგრძელდება, ხოლო მასში გამარჯვებული სატიტულო ჩხუბს ძალიან მიუახლოვდება.

დაპირისპირების შესახებ თოფურიამ ესპანურ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიზანი პირველივე რაუნდში გამარჯვებაა.

„მსურს, რაც შეიძლება სწრაფად მოვიგო, რათა მაყურებელი ვასიამოვნო. ერთადერთი მიზანი მაქვს – პირველივე რაუნდში დავამარცხო მეტოქე“, – განაცხადა თოფურიამ.

ილია შეხვედრისთვის აშშ-ში ემზადება, ის ფლორიდაში ვარჯიშობს და ერთ-ერთი უკანასკნელი წვრთნა UFC-ის ყოფილ ჩემპიონთან, კამარუ უსმანთან ერთად გამართა.

ქართველი მებრძოლისთვის პირველ რაუნდში მოგება უცხო არაა. შერეულ ორთაბრძოლებში მან 13 გამარჯვება მოიპოვა, საიდანაც ცხრა სწორედ სადებიუტი რაუნდში იყო. თოფურია კარიერის მანძილზე ჯერ არ დამარცხებულა. რაც შეეხება მის მეტოქეს, 38 წლის ემეტი ჩხუბს 18-3 ბალანსით ხვდება.