ჯოშ ემეტი - ილია თოფურია მრავალმხრივი მებრძოლია, მისი დამარცხებით ტიტულისთვის ბრძოლაზე განაცხადს გავაკეთებ #1TVSPORT
ჯოშ ემეტი - ილია თოფურია მრავალმხრივი მებრძოლია, მისი დამარცხებით ტიტულისთვის ბრძოლაზე განაცხადს გავაკეთებ #1TVSPORT

24 ივნისს UFC-ის ქვემსუბუქ წონაში ერთმანეთს დივიზიონის მეხუთე ნომერი ჯოშ ემეტი და მეცხრე ნომერი ილია თოფურია დაუპირისპირდებიან.

38 წლის ამერიკელმა მებრძოლმა ბრძოლის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას მრავალმხრივ, უდიდესი ტალანტით დაჯილდოებულ მებრძოლთან მოუწევს დაპირისპირება, თუმცა მის დამარცხებასა და სატიტულო ბრძოლის მოპოვებას აპირებს.

„ახლა წონის მეხუთე ნომერი ვარ და დაპირისპირება ძალიან ნიჭიერ, მრავალმხრივ მებრძოლთან მომიწევს. ჩემი ცხოვრება გამოწვევებით იყო სავსე, თუმცა ყოველთვის ვცდილობდი, თანმიმდევრულად მეკეთებინა ჩემი საქმე. თუ ილიას დამარცხებას მოვახერხებ, ამით სატიტულო ბრძოლისთვის სერიოზულ განაცხადს გავაკეთებ.

ჯერ ჩემპიონ ვოლკანოვსკისთან ჩხუბზე არ ვფიქრობ, არც წარსულში ვიხედები, მხოლოდ თოფურიაზე ვარ კონცენტრირებული. ქართველმა მასზე თქვა, რომ ორ რაუნდში დაამარცხებდა. ვოლკანოვსკი ნამდვილი მონსტრია. ვთვლი, ჯონ ჯონსის შემდეგ ის საუკეთესოა. წარმოდგენა არ მაქვს, ილიას მართლა სჯერა, რომ ეს შეუძლია თუ, უბრალოდ, ხალხს აჯერებს.

სტილისტურად ილია თოფურიასთან ბრძოლა დიდებული იქნება. სისუსტეები მასაც აქვს, ეს კარგად ვიცი, მაგრამ ამაზე საჯაროდ არ ვისაუბრებ. შემიძლია, მას პირობა მივცე, რომ ჩემთან ჩხუბი მისთვის ურთულესი იქნება“, – განაცხადა ჯოშ ემეტმა.

ამჟამად ამერიკელ ემეტს შერეულ ორთაბრძოლებში 18 მოგება და 3 მარცხი აქვს, ხოლო 26 წლის ილია თოფურია დაპირისპირებას წაუგებლად ხვდება – 13:0. მათი შეხვედრა ხუთრაუნდიანია და ჯექსონვილში ჩასატარებელი UFC-ის ღონისძიების მთავარი ბრძოლა იქნება.