ვენეციის რიგით მე-80 კინოფესტივალზე „ოქროს ლომის“ მფლობელი ბერძენი რეჟისორის, იორგოს ლანთიმოსის ფილმი „საბრალონი“ გახდა
ვენეციის რიგით მე-80 კინოფესტივალი დასრულდა. წლევანდელი „ოქროს ლომის“ მფლობელი ბერძენი რეჟისორის, იორგოს ლანთიმოსის ფილმი „საბრალონი“ გახდა, რომელიც ფესტივალის ერთ-ერთი ფავორიტი იყო. მასში მთავარ როლებს ემა სტოუნი, უილემ დეფო და მარკ რუფალო ასრულებენ.„ვერცხლის ლომი“ კი წილად ხვდა, იაპონელ რეჟისორ რიუსუკე ჰამაგუჩის ფილმისთვის „ბოროტება არ არსებობს“.
სპეციალური ჟიურის ჯილდო პოლონელმა რეჟისორმა აგნეშკა ჰოლანდმა მოიპოვა, ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე ჩარჩენილი მიგრანტების შესახებ გადაღებული ფილმისთვის „მწვანე საზღვარი“, ხოლო საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის ჯილდო გადაეცა იტალიელ მატეო გარონეს, ფილმისთვის „მე კაპიტანი“.
წლევანდელ კინოფესტივალში გამარჯვებისთვის 23 ფილმი იბრძოდა.