ვენეციის კინოფესტივალზე ორსონ უელსის ბოლო ფილმი აჩვენეს, რომელიც 33 წლის შემდეგ დამონტაჟდა
ვენეციის კინოფესტივალზე ორსონ უელსის ბოლო ფილმი აჩვენეს, რომელიც 33 წლის შემდეგ დამონტაჟდა

ვენეციის კინოფესტივალზე ამერიკელი მსახიობის, რეჟისორის, სცენარისტის ორსონ უელსის ბოლო ფილმი „ქარის მეორე მხარეს“ 33 წლის შემდეგ აჩვენეს. უელსი 1985 წელს გარდაიცვალა და ფილმზე მუშაობა ვერ დაასრულა. კინოსურათი 33 წლის შემდეგ დაამონტაჟეს.

ორსონ უელსმა კარიერა დაიწყო დუბლინში 1931 წელს, როგორც თეატრის მსახიობმა. უელსის პირველი ფილმი „მოქალაქე კეინი“ ამერიკული კინოსა და მსოფლიო კინოხელოვნების განვითარების მოვლენად იქცა. ფილმისთვის უელსმა მიიღო ოსკარი კატეგორიაში საუკეთესო ორიგინალური სცენარი.