ვენეციის კინოფესტივალზე საპატიო ოქროს ლომი ვანესა რედგრეივს გადასცეს

09:56, 30.08.2018

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე საპატიო ოქროს ლომი თეატრისა და კინოს მსახიობს, ვანესა რედგრეივს გადასცეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ინგლისელმა მსახიობმა საპატიო ჯილდო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის დაიმსახურა.

მსოფლიოს უძველესი კინოფესტივალი 29 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალს კუნძული ლიდო 75-ედ მასპინძლობს.

მსგავსი