ვენეციის 76-ე კინოფესტივალი გაიხსნა

09:51, 29.08.2019

ვენეციის 76-ე კინოფესტივალი გაიხსნა. კინოფორუმი ოქროს პალმის რტოს ლაურეატის, იაპონელი რეჟისორის, ხიროკაძუ კორეედას ფილმის „სიმართლე“ მსოფლიო პრემიერით დაიწყო.

კინოსურათში მთავარ როლს ფრანგი მსახიობი კეტრინ დენევი, ჟულიეტ ბინოში და ითან ჰოუკი ასრულებენ. ფილმი ვენეციის კინოფესტივალის ძირითად პროგრამაში მონაწილეობს.

წელს კინოფორუმის ჟიურის თავმჯდომარე არგენტინელი რეჟისორი ლუკრესიო მარტელია. მთავარი ჯილდოსთვის სულ 21 კინოსურათი იბრძვის. გამარჯვებულ კინოსურათს და ოქროს ლომის მფლობელს ვენეციაში 7 სექტემბერს დაასახლებენ.

მსგავსი