საკრებულოს უმრავლესობის წევრის ვატო შაქარიშვილის განმარტებით, მისთვის გაუგებარია ოპოზიციის განცხადებები, რადგან მიზანი დახვეწილი დოკუმენტის მიღებაა.
შაქარიშვილმა კოეფიციენტების ზრდაზეც გააკეთა კომენტარი.
„რაც შეეხება კა2 კოეფიციენტიდან მიღებულ შემოსავლებს, ეს ხდება იმ მორატორიუმის ფარგლებში, რომელიც ჩვენმა გუნდმა უკვე ორი წელია გამოაცხადა. აქ არ არის ახალგაცემულ კოეფიციენტებზე საუბარი თუ არ ჩავთვლით გარეუბნებში დაკავშირებით გაჩერებულ რამდენიმე შემთხვევას”, – განაცხადა შაქარიშვილმა.
დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე თბილისის გენერალურ გეგმას განიხილავენ. საკრებულოს ოპოზიცია განმარტებას ითხოვს, რა ეტაპზეა გენგეგმის მიღება და რატომ ჭიანურდება ეს პროცესი.