ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 14 წევრი პარტიას ტოვებს
ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 14 წევრი პარტიას ტოვებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 14 წევრი პარტიას ტოვებს, – ამის შესახებ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, მაია კალანდიამ.

ბრიფინგს ესწრებოდა საკრებულოს ყველა ის წევრი, ვინც პარტია დატოვა.  პარტია ასევე დატოვეს საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლებმა.

მაია კალანდიამ აღნიშნა, რომ პარტიაში დამკვიდრდა არადემოკრატიული მმართველობა, რამაც განაპირობა მათი გადაწყვეტილება. პარტია დატოვეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, კომისიების თავმჯდომარეებმა და ფრაქციის თავმჯდომარემ.

ზუგდიდის საკრებულოში  „ნაციონალური მოძრაობიდან“ სულ 22 წევრი იყო.