თბილისის საკრებულო დედაქალაქის გენგეგმას განიხილავს
თბილისის საკრებულო დედაქალაქის გენგეგმას განიხილავს

დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე თბილისის გენერალურ გეგმას განიხილავენ. საკრებულოს ოპოზიცია განმარტებას ითხოვს, რა ეტაპზეა გენგეგმის მიღება და რატომ ჭიანურდება ეს პროცესი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე კოეფიციენტების ზრდაზე მიუთითებს და ამბობს რომ 2013 წელთან შედარებით, კოეფიციენტების ზრდიდან შემოსავალი ათჯერ არის გაზრდილი.

„ჯგუფი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა გენგეგმაზე, დაიწუნეს და დააჯარიმეს. ჩნდება ეჭვი, რომ აპირებთ, ეს ადამიანები მოხსნათ კონტრაქტიდან და თბილისი კიდევ დიდხანს დატოვოთ გენგეგმის გარეშე. როგორ ხდება, რომ გენგეგმა, რომელიც მაისში უნდა დამტკიცებულიყო, არ მტკიცდება. პასუხი ამ კითხვაზე არის საბიუჯეტო ცვლილებებში, რომლითაც იზრდება კოეფიციენტების გაზრდიდან შემოსავალი“, – განაცხადა ნადირაძემ.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ გენგეგმის მიუღებლობის შემთხვევაში კოეფიციენტები იზრდება და მავნებლური მშენებლობები გაგრძელდება.