vali.ge-ს „ვითიბი ბანკის“ სიები დაემატა
vali.ge-ს „ვითიბი ბანკის“ სიები დაემატა

ვებგვერდ vali.ge-ს „ვითიბი ბანკის“ სიები დაემატა. შესაბამისად, საიტზე საკუთარი მონაცემების შემოწმება იმ მოქალაქეებსაც შეუძლიათ, ვისაც ე.წ. უიმედო სესხი „ვითიბი ბანკში“ აქვს.

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მსესხებელთა ჯამურმა რაოდენობამ 412 ათასს გადააჭარბა, სესხების რაოდენობა 695 644-ს შეადგენს, დავალიანების ჯამური თანხა კი (ჯარიმებით და საურავებით) 3,148 მილიარდ ლარს შეადგენს.

საიტზე ატვირთულია შემდეგი ბანკების მონაცემები: „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „სილქ როუდ ბანკი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „იშბანკი საქართველო“ და „ვითიბი ბანკი“. სიას უახლოეს პერიოდში სხვა საფინანსო ორგანიზაციები დაემატება.

ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, ის მოქალაქეები, ვისი მონაცემები ვებგვერდზე უკვე ჩანს, სესხების განულების პროგრამაში ავტომატურად მონაწილეობენ და მათ დამატებითი რეგისტრაცია ან განაცხადის შეტანა აღარ სჭირდებათ.