მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ უფროსი ვაჟის წარმატებებით დაიტრაბახა.
7 წლის კრიშტიანუ რონალდუ-უმცროსი სკოლის გუნდის საუკეთესო ბომბარიდირი გახდა, რისთვისაც მას თასი და პატარა ქანდაკება გადასცეს.
ფოტო უფროსმა რონალდუმ თავის Instagram-ზე განათავსა. სურათზე უმცროსი რონალდუ ბებიასთან, დოლორეს ავეიროსთან ერთადაა.
„კრიშტიანუ სკოლაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გილოცავ“, – მიაწერა ფოტოს „რეალის“ ფორვარდმა.