კრიშტიანუ რონალდუ – მოთმინება და შრომისუნარიანობა პროფესიონალებს სხვებისგან გამოარჩევს

12:24, 24.09.2019

პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ ლეო მესის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებას სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.

„მოთმინება და შრომისუნარიანობა – ეს ის თვისებებია, რომლებიც პროფესიონალებს სხვებისგან გამოარჩევს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ. ნებისმიერი ადამიანისთვის ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია, თუმცა ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ოცნება რეალობად იქცეს. ღამეს ყოველთვის გათენება მოსდევს“, – განაცხადა რონალდუმ.

მსგავსი