ბელგიელმა მეცნიერებმა გაარკვიეს ვინ უფრო ძლიერია - მესი თუ რონალდუ
ბელგიელმა მეცნიერებმა გაარკვიეს ვინ უფრო ძლიერია - მესი თუ რონალდუ

ლიოვენის კათოლიკური ეკლესიის უნივერსიტეტის (ბელგია) მეცნიერებმა შეიმუშავეს ფორმულა, რომლის დახმარებითაც გაარკვიეს საუკეთესო „ბარსელონას“ ფორვარდ ლიონელ მესისა და „იუვენტუსის“ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს შორის.

ფორმულას შემოკლებით ჰქვია VAEP და ის ითვლის არა მხოლოდ გოლების რიცხვსა და საგოლე გადაცემებს, არამედ შეფასებას აძლევს ყველა სათამაშო მოქმედებას: დარტყმებს, პასებს, ფინტებს, ვარდნებსა და ა. შ. შესასწავლად აღებული ჰქონდათ მესისა და რონალდუს მაჩვენებლები 2013-დან 2018 წლის ჩათვლით.

„პირველ სეზონებში რონალდუსა და მესის შედეგები პრაქტიკულად თანაბარი იყო. მაგრამ 2015-16 წლების სეზონიდან, მესიმ აშკარად გაუსწრო თავის ყველაზე პრინციპულ მოწინააღმდეგეს“, – თქვა ასპირანტმა, რომელიც მონაწილეობას იღებდა კვლევაში.

საბოლოოდ, მესის საშუალო VAEP-მაჩვენებელმა (ერთი თამაშისთვის) შეადგინა 1.21, რონალდუსი – 0.61.

შეგახსენებთ, რომ მესისა და რონალდუს ხუთ-ხუთჯერ აქვთ მოგებული „ოქროს ბურთი“.