უმცროსი კრიშტიანუ რონალდუ ბომბარდირი გახდა

08:08, 15.04.2018

მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ უფროსი ვაჟის წარმატებებით დაიტრაბახა.

7 წლის კრიშტიანუ რონალდუ-უმცროსი სკოლის გუნდის საუკეთესო ბომბარიდირი გახდა, რისთვისაც მას თასი და პატარა ქანდაკება გადასცეს.

ფოტო უფროსმა რონალდუმ თავის Instagram-ზე განათავსა. სურათზე უმცროსი რონალდუ ბებიასთან, დოლორეს ავეიროსთან ერთადაა.

„კრიშტიანუ სკოლაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გილოცავ“, – მიაწერა ფოტოს „რეალის“ ფორვარდმა.

მსგავსი