აზარმა „რეალში“ კრიშტიანუ რონალდუს ნომერი აიღო
აზარმა „რეალში“ კრიშტიანუ რონალდუს ნომერი აიღო

მადრიდის „რეალის“ ახალბედა ედენ აზარი 2019-20 წლების სეზონში მეშვიდე ნომრით ითამაშებს. ამის შესახებ „სამეფო კლუბის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა.

გასულ სეზონში მეშვიდე ნომრით თამაშობდა მარიანო დიასი, რომელმაც, ახლა, 24-ე ნომერი აირჩია.

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ხამეს როდრიგესი, რომელიც „რეალში“ დაბრუნდა, მე-16 ნომრით ითამაშებს. ადრე მისი ნომერი „ათიანი“ იყო.

ბოლო წლებში მეშვიდე ნომრით „რეალში“ კლუბის ლეგენდები, რაული და კრიშტიანუ რონალდუ თამაშობდნენ.