კრიშტიანუ რონალდუ კარიერის მალე დასრულებას არ გამორიცხავს
კრიშტიანუ რონალდუ კარიერის მალე დასრულებას არ გამორიცხავს

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ დაუშვა შესაძლებლობა, რომ ამ სეზონის შემდეგ შესაძლოა კარიერა დაასრულოს. ადრე პორტუგალიელმა უკვე გააკეთა მსგავსი განცხადება.

„მე ჯერ ისევ მიყვარს ფეხბურთი. მიყვარს ხალხის გართობა. მიყვარს ისინი, ვისაც კრიშტიანუ უყვართ, – მოჰყავს პორტუგალიელი ვარსკვლავის სიტყვები „სპორტ ბაიბლს“ (Sport Bible), – აქ ლაპარაკი არ არის ასაკზე, არამედ მენტალიტეტზეა. მე არ ვარ გიჟი, არ ვარ შეპყრობილი ვარჯიშების მანიით. მე წარმატება მინდა. ეს სრულიად განსხვავებული ცნებებია. ბოლო ხუთი წელია დავიწყე იმ აზრებით სიამოვნების მიღება, რაც ფეხბურთს არ ეხება. ვინ იცის, რა მოხდება ერთი ან ორი წლის შემდეგ? ბიზნესი? საკუთარი თავის უნდა გჯეროდეს. ფეხბურთში მე უფრო მეტი კონტროლი მაქვს: ვიცი, რას ვაკეთებ. ბიზნესში უფრო რთულია, უნდა ენდო სხვა ადამიანებს. მაგრამ მე კარგი გუნდი მყავს. ეს იქნება გამოცდა ჩემთვის. ფეხბურთში დამჭირდა ბევრი წელი დაძაბული და თავდაუზოგავი შრომა, რათა მიმეღწია დღევანდელი მდგომარეობისთვის. ფეხბურთის მიღმა ჯერ არ ვიმყოფები ასეთ დონეზე. მაგრამ მიზანდასახული ადამიანი ვარ, და არ მინდა მეორე ან მესამე ვიყო. მხოლოდ პირველი. ასი პროცენტით გავაკეთებ ამას“.

34 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონზე ექვსი მატჩი ჩაატარა „იუვენტუსში“ და სამი გოლი გაიტანა.