კრიშტიანუ რონალდუ მეათედ გახდა პორტუგალიის საუკეთესო ფეხბურთელი
კრიშტიანუ რონალდუ მეათედ გახდა პორტუგალიის საუკეთესო ფეხბურთელი

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ წლის საუკეთესო პორტუგალიელ ფეხბურთელად აღიარეს. ეს ჯილდო კრიშტიანუმ თავის კარიერაში უკვე მეათედ მოიპოვა.

34 წლის ფეხბურთელმა ფინალურ კენჭისყრაში გაუსწრო „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველს ბერნარდო სილვასა და „ატლეტიკოს“ ფორვარდს ჟოაო ფელიქსს.

გასულ სეზონში კრიშტიანუმ იტალიის ჩემპიონატი მოიგო „იუვენტუსთან“ ერთად, ასევე პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში ერთა ლიგაზე გაიმარჯვა.

დატოვე კომენტარი