უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია მოწმდება, შესაძლოა, ეს იყო ფოსფორის საბრძოლო მასალა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია მოწმდება.
როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანნა მალიარმა განაცხადა, შესაძლოა, ეს იყო ფოსფორის საბრძოლო მასალა.
„ჩვენ ამჟამად ინფორმაციას ვამოწმებთ. ვცდილობთ, გავიგოთ, რა იყო გამოყენებული. წინასწარი ვარაუდებით, შეიძლება, ეს დიდი ალბათობით ყოფილიყო ფოსფორის საბრძოლო მასალა. საბოლოო ოფიციალური ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება“, – განაცხადა მალიარმა.
„აზოვის პოლკმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ძალებმა მარიუპოლში ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს და მოწამვლის ნიშნები სამ ადამიანს გამოუვლინდა. ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ქიმიური იარაღი მარიუპოლში, ქარხანა „აზოვსტალში“ გამოიყენეს.